7 მაისს, სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელთან ანა კანთელაძესთან და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ახალგაზრდა მეწარმის –ლევან ხმელიძის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
ლევანი, ბოლო 4 წელიწადია, რაც აქტიურად დაუბრუნდა მაღალმთიან ლეჩხუმს, სოფელ ქორენიშს, ავითარებს აგროტურიზმს: აწარმოებს თაფლს, ღვინოს, სტუმრებს სთავაზობს საოჯახო სასტუმროსა და მარნის მომსახურებას.
ახალგაზრდა მეწარმემ მოიპოვა დაფინანსება პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და გრანტის ფარგლებში ღვინის ჩამოსასხმელი ინვენტარით აღიჭურვა. USAID–ის პროგრამის ფარგლებში მიიღო მოტობლოკები და ვენახის სარწყავი სისტემა, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დახმარებით ტექნიკური აღჭურვილობა, ხოლო, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქეა"–ს დაფინანსებით, ფუტკრის სკები და მაღალი გამავლობის გადამზიდი ავტომობილი შეიძინა.
არჩილ ჯაფარიძემ წარმატება უსურვა მეწარმეს და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიურობა აგროტურიზმის განვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.