სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, რაჭა–ლეჩხუმ–სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის გამგებელ გიორგი ლობჯანიძესთან ერთად სოფ. ღებისა და სოფ.გონას დამაკავშირებელი და მდ. ჩვეშურზე გადასასვლელი ხიდები გახსნა,რომლებიც მიმდინარე წლის ივლისის თვეში მომხდარმა სტიქიამ სრულად გაანადგურა.