სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე სოფელ ურავის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ.
გუბერნატორმა მასწავლებლებს რეგიონში მიმდინარე პროექტები გააცნო, მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრა და მოისმინა მათგან მხარის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში დაგემილი სიახლეების შეფასებები.
სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში სოფ.ურავის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია იგეგმება...
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მოისმინეს ინფორმაციები სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ და უპასუხეს პედაგოგებისთვის საინტერესო სხვადასხვა შეკითხვას.