სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სფეროებში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.
მხარეებმა აქტუალურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. კერძოდ საუბარი შეეხო სამედიცინო , სოციალური, განათლებისა და სხვა სახელმწიფო სერვისების მოსახლეობისათვის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას.
სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში მათ მიერ გაწეული სამუშაოსათვის და გამოთქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- გიორგი მაქარაშვილი, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.