რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახები მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული რამდენიმე ოჯახი უკვე სარგებლობს აღნიშული დახმარებით, მუნიციპალიტეტის მერია კი აგრძელებს მუშაობას ისეთი სოციალური პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც მაქსიმალურად მოერგება მსგავსი ოჯახების საჭიროებებს.