19 მაისს, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი შეუერთდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებულ აქციას ,,ღამე მუზეუმში".
დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ ენახათ მუზეუმისთვის საჩუქრად გადმოცემული თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები და ადგილობრივი ხელოვანების მიერ შესრულებული ნახატები. გაიმართა 2017 წელს განხორციელებული გამოფენებისა და პროექტების პრეზენტაციაც.
გამოფენის გახსნას რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში მოწყობილ აქციაში „ღამე მუზეუმში“, საქართველოს 100-ზე მეტმა მუზეუმმა მიიღო მონაწილეობა.