რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სოფ.კრიხში ახლადგახსნილი მეღორეობის ფერმა დაათვალიერა.
აღნიშნული ფერმა, საწყის ეტაპზე რამდენიმე ათეულ ღორს ითვლის, უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა გაიზრდება.
ამ ეტაპზე ფერმაში დასაქმებულია 3 ადამიანი.
მომავალში გეგმავენ მეღორეობის ფერმის გაფართოვებას, ადგილზე მცირე სასაკლაოსა და შესაბოლი საწარმოს მოწყობას.
გუბერნატორი სოფ.კრიხში არსებულ კიდევ ერთ კერძო ინვესტიციას გეცნო.
სოფლის შესასვლელში მიმდინარეობს კოტეჯების მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და ტურისტულ სეზონზე სტუმრებს უმასპინძლებს.