ქ. ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების , მათ შორის, მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთისთვის ქვიშის მოედანი მოეწყო.
️სპორტული ობიექტი მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან-ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 905 555 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოთხი სხვადასხვა დანიშნულების სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, განხორციელდა შიდა პერიმეტრზე ბეტონის საფარის ბილიკების დაგება, ტერიტორიის შემოღობვა, განათებების დამონტაჟება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით რეგიონში ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა და კვლავ გრძელდება, რაც მიმართულია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობისთვის.