8 ნოემბერს, ქ. ამბროლაურში, რეგიონული ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის მხარის 14–მა გუნდმა მიიღო.
ფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ამბროლაურისა და ცაგერის გუნდები დაუპირისპირდნენ, გამარჯვება ლეჩხუმელმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს.
მონაწილე გუნდები სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე–პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
სტუმრებმა ქ. ამბროლაურში მშენებარე, ფეხბურთის სტადიონიც დაათვალიერეს, რომლის პირველი ეტაპის სამუშაოები 2017 წლის ბოლოს დასრულდება.