სამთავრობო, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლიხეთში, აბარსა და ურავში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და მოსახლეობასთან ერთად სამომავლო პრიორიტეტები დასახეს. შეხვედრას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე- კახა კუჭავა,პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე წარმართავდნენ. მოსახლეობამ სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად, ძირითად საჭიროებად წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელა. ➡️სოფ.ლიხეთში დასრულდა სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები - 27 860 ლარი; ➡️მდ. სერულაზე რ/ბ ბოგირის მოწყობის სამუშაოები -23 088 ლარი; ➡️მდინარე ხეორზე რ/ბ ბოგირის მოწყობის სამუშაოები -25 279 ლარი; ➡️ ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები - 4 852ლარი; ➡️მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გარე განათების მოწყობის სამუშაოები - 24 000 ლარი. სოფ.ურავში: ➡️დასრულდა ყოფილი სამთო-ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოები - 248 498 ლარი; ➡️დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გარე განათების მოწყობის სამუშაოები - 12 000 ლარი. ➡️მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი - ურავის საავტომობილო გზის კმ1 -კმ14.2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 19 671 177 ლარი; სოფ.აბარში ➡️დასრულდა ტენდერი და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცედურა ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოებზე - 38 998 ლარი; ➡️დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გარე განათების მოწყობის სამუშაოები - 10 000 ლარი. მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.