3 სექტემბერს, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მკვიდრის, მხატვრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის გიორგი (ჟორა) ბერიშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას ეწვია.
ბერიშვილის ფერწერული ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაშია დაცული. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რაჭის პეიზაჟებს. ასევე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ონისა და მთის რაჭის სოფლების ყოფა-ცხოვრების ამსახველი სცენები. გიორგი ბერიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ონის სამხატვრო სკოლის დაარსებაში, რომლის პირველი დირექტორი თავად გახლდათ.
გამოფენა 1 სექტემბერს გაიხსნა და მხატვრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.