სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა.
წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, საჩუქრები და ტკბილეული მიუტანეს.
ბავშვებს, დამდეგი, შობა- ახალი წელი მიულოცეს და ნანატრი ნაძვის ხე საახალწლო დეკორაციებთან და ტკბილეულთან ერთად გადასცეს.