სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით იგეგმება საქველმოქმედო აქციის მოწყობა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან, დაცლის პირას მყოფ სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და აღნიშნულ სოფლებში არსებული საბავშვო ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემას.
აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასა და კერძო პირს.
ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე:
599 890372 – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური