02 ოქტომბერს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოადგილე ესწრებოდნენ.
სააგენტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გარემოს დაცვითი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომელთა შორის ერთ-ერთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი შეირჩა.
შეხვედრა გაცნობით ხასიას ატარებდა. ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების, ასევე ამ მიმართულებებით, რეგიონული და მუნიციპალური პრიორიტეტების შესახებ.
მხარეებს შორის შემდგომი შეხვედრები უშუალოდ განსახორციელებელ პროექტთან და მასში ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით შედგება.