12 მარტს, გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნეული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე და საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სალაშქრო სეზონის გახსნის შესახებ ისაუბრეს, რომელიც აპრილის თვეში, რაჭაში, შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
სახელმწიფო რწმუნებულმა ფედერაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ტურიზმი რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებაა,სალაშქრო ტურიზმის განვითარება კი მნიშვნელოვნად გაზრდის რაჭაში ვიზიტორთა რაოდენობას.