ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სამუშაო შეხვედრაზე ის მიმართულებები განიხილეს, რომელთა განხორციელებაც ტურიზმის განვითარებისთვის, რეგიონში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქრისტინა კობახიძემ აღნიშნა, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია მოხდეს კადრების დატრენინგება-გადამზადება. ( სათავგადასავლო, ღვინის და სამთო გიდების გადამზადება, მომსახურე პერსონალის დატრეინინგება)
რეგიონის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია,ჩატარდეს ინფო-ტურები, დამზადდეს განახლებული საიმიჯო ვიდეო რგოლები და საინფორმაციო ბუკლეტები, დაიგეგმოს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით.
აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ავარიულ ციხე-კოშკებთან მისასვლელ ბილიკებთან გამაფრთხილებელი დაფების დაყენების აუცილებლობაზე, საფეხმავლო ბილიკებისა და ტურისტული ადგილების ლოკალიზებაზე. რაც უმოკლეს დროში რეაგირებას და განხორციელებას მოითხოვს.
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში განსაკუთრებით 2023 წლიდან რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება იწყება, ამიტომ საჭიროა სრული მობილიზაცია და პრობლების იდენთიფიცირება რათა გამართულები შევხვდეთ ტურიზმის განვითარებას ჩვენს კუთხეში .
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დეტალურად ისაუბრეს ზემოაღნიშნულ საკითხებზე და მათი მხრიდან დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლები თამარ მაისურაძე და შოთა ბრელიძე, მუნიციპალიტეტების მერები მათ კურატორ მოადგილეებთან ერთად.