სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტში გამართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებენ, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაძლო პრობლემების შესასწავლად.
გუბერნატორმა ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად განიხილა მონიტორინგის შედეგები და მისცა მითითება შესაბამის სამსახურებს დროულად დაიწყონ მუშაობა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
მომდევნო სამუშაო შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიმართება.