ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დამთავრების შემდეგ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლი მონაწილეობდა.
მსვლელობას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე შეურთდნენ, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.
შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.