15 მაისს, სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნამანევისა და სოფ. პატარა ონის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა.
არჩილ ჯაფარიძე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მოისმინა ინფორმაციები სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
პედაგოგებს საშუალება მიეცათ პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.
გუბერნატორმა ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში, პედაგოგებს გააცნო მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მათგან მოისმინა მხარის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი სიახლეების შეფასებები.