სახელმწიფო რწუნებული პაპუნა მარგველიძე დღეს იაპონიის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა.
2021 წლის 9 მარტს ხელი მოეწერა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თაფლის ტესტირების ლაბორატორიის შექმნა, ადგილობრივი ფერმერების მიერ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით. განმახორციელებელი ორგანიზაცია - აგრო-სერვის კონსალტინგი (ASC). ბიუჯეტი: 82,252 აშშ დოლარი.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს რეგიონის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ეფექტური, შედეგიანი და მდგრადი გზებით მიწოდების უზრუნველყოფას