ცაგერის მუნიციპალიტეტში ,’’საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება’’-ის და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ იმ ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ.
სასაჩუქრე ნაკრები მოიცავდა:ჰიგიენურ საშუალებებს და სასურსათე პროდუქტებს.
ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.
აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ხელისუფლებასთან, რაც გულისხმობს მომავალში არაერთი ღონისძიების განხორციელებას.