✔️ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ლაილაშში ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ✔️საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მოსახლეობის კითხვებს მასწავლებელთა სერთიფიცირების, მაღალმთიანობის დანამატისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ უპასუხა. ✔️მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრისას მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.