ახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერთან- ლაშა ჭიჭინაძესთან და არქიტექტორ- ჯუნა შველიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი, რეგიონის მასშტაბით იმ პროექტების განხილვა წარმოადგენდა, რომელიც მომავალში მათი დაფინანსებით განხორციელდება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს როგორებიცაა: ქალაქების ურბანული განახლება, ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და სასწავლო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენციის მიზნით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას და მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა რომელსაც, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი- ქრისტინე კობახიძე და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი ესწრებოდნენ.