პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის მორიგი სხდომა ამბროლაურში გაიმართა
„საინტერესო არეალები წარმოადგენეს მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც უკავშირდება, როგორც რეკრეაციული, ასევე ფუნქციური სივრცეების მოწყობას, ახალი ელემენტების გაჩენას, რაც მნიშნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისათვის. დიდი პოტენციალია ამ მხარეში და ეს პროგრამა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მისცემს შემდგომი განვითარებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც რეგიონში უკვე ხორციელდება და მათ შორისაა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზა, ასევე, ის სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც ონის სტიქიის შემდგომ აქტიურ ფაზაშია შესული. რეალურად, მიმდინარე წლის ბოლომდე, ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რომელიც პროგრამის განხორციელების შედეგად, სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში, რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ
იმერეთისა და რაჭის შემდეგ, კვირის ბოლომდე, კომისიის სხდომები გაიმართება გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში
იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3ukhxWF