ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჯებირებისა და გზის დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
12 სექტემბერს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ქ. ონში, სოფ. ლაგვანთასა და სოფ. შარდომეთში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მსვლელობის დეტალებს ადგილზე გაეცნო.
ნაპირსამაგრი სამუშაოების საერთო ღირებულება 900 000 ლარზე მეტს შეადგენს.