➡ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. ➡გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს. ➡მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ➡ხელმძღვანელებმა სოფლის მაცხოვრებლებისგან პირადად მოისმინეს არსებული საჭიროებები, შენიშვნები და პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ➡ სოფ.უყურეშში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა სასოფლო გზის პრობლემა დაასახელა. ➡შეხვედრების მიზანია ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ➡სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. სოფ.ოყურეშში ამჟამად : 1. მიმდინარეობს ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები - სახელშეკრულებო თანხაა 24 551 ლარი დაწყება-დასრულების ვადაა 02.07.2019-02.09.2019 წ. შემსრულებელი ი.მ. „რეზო სილაგაძე“ 2. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულდა გარე განათების მოწყობის სამუშაოები.სამუშაოებს ასრულებდა ი.მ. „დავითი ქარსელაძე“. სახელშეკრულებო ღირებულებაა 12 000 ლარი. დაწყება-დასრულების ვადებია 30.05.2019-15.07.2019 წ. 3. 2017 წლის 19-25 დეკემბრის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო თანხებით დაგეგმილია რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა ცხაურებით, ბეტონის საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოწყობა, გზის ორმული შეკეთების სამუშაოები. 4. დასრულდა ტენდერი და მიმდინარებოს შერჩევა-შეფასების პროცედურა შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. 5. მიმდინარეობს ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა 15851523 ლარი. დაწყება-დასრულების ვადებია 21.12.2018-21.10.2019წ. სამუშაოებს ასრულებს შპს „ცეკური“. ასევე, დაგეგმილია: სოფ.ოყურეშის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.