სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ შიდა სამსახურებრივი თათბირი ჩაატარა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები მიმოიხილა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. ამბროლაური - ზვიად მხეიძე 68.63%, ონი - ემზარ საბანაძე 88.35%, ლენტეხი - ბადრი ლიპარტელიანი 74.79%, ცაგერი - ავთანდილ უგრეხელიძე 70.13%. გუბრნატორმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას გამოჩენილი აქტივობისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.