13 აგვისტოს, წესი - ურავის სააავტომობილო გზაზე მთის მასივის ჩამოწოლის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი - ლიხეთი, აბარი და ურავი გარკვეული პერიოდით გარესამყაროს მოწყდა.
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რომელიც ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს, შესაძლებელი გახდა დაზიანებული მონაკვეთის ნაწილობრივი აღდგენა.
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად შესაძლებელია