18 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის, ქარისა და სეტყვის შედეგად ქ.ამბროლაურში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავი გადაეხადა. იმავე საღამოს განხორციელდა კორპუსების დროებითი გადახურვის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს კორპუსების მიმდებარედ, გაწმენდითი სამუშაოები რომელშიც მოსახლეობასთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არიან ჩართულნი. სამუშაოების მიმდინარეობას რწმუნებული, მოადგილესთან ერთად ადგილზე გაეცნო. აგრეთვე, მიმდინარეობს პროექტირება და დაიწყება კორპუსების კაპიტალურად გადახურვა.