სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. გუბერნატორი ამჯერად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. წესისა და სოფ.ბუგეულის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
შეხვედრები კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა. პედაგოგებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოისმინეს.
გუბერნატორმა გააცნო პედაგოგებს მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ თითოეული სკოლის შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორც ერთი კონკრეტული სოფლისთვის, ისე მთლიანი რეგიონისთვის.