ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებსა და განვითარების პერსპექტივების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. კონეფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტროს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კერესელიძე, ადგილობრივი ფერმერები და ღვინის კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.