რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში - ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 2013–17 წლებში 194 მილიონ 443 ათას 446 ლარის ღირებულების ათასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც მოიცავდა გზებისა და ხიდების აღდგენას, ნაპირსამაგრების მოწყობას, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სკოლამდელი დაწესებულებების, ამბულატორიების, კულტურის შენობების, სპორტული მოედნების აღდგენით სამუშაოებს.