საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების ფარგლებში ქალაქ ცაგერში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ჯგუფი ,,გორდელა" და ლინდა ადამია.
მთელი დღის განმავლობაში ცაგერის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღობისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ზალკალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი მათ მოადგილეებთან ერთად.