➡ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. ➡გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს. ➡მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ➡ხელმძღვანელებმა სოფლის მაცხოვრებლებისგან პირადად მოისმინეს არსებული საჭიროებები, შენიშვნები და პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. სოფ.ქვედა ცაგერში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სოფლებში ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცეების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ➡შეხვედრების მიზანია ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ➡სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვედა ცაგერში ამჟამად : 1. მიმდინარეობს ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები - სახელშეკრულებო თანხაა 105 000 ლარი დაწყება-დასრულების ვადაა 26.03.2019-10.09.2019 წ. შემსრულებელი შპს „ მადლი“ 2. სოფელ ქვედა ცაგერის ამბულატორიის მშენებლობა.-- სახელშეკრულებო თანხაა 84 000 ლარი დაწყება-დასრულების ვადაა 24.07.2019-23.10.2019 წ. შემსრულებელი შპს „TU-KA“ 3. სოფ. ქვედა ცაგერში 2017 წლის 19-25 დეკემბრის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო თანხებით მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები. 4. გაფორმდა ხელშეკრულება და განხორციელდება სტიქიის პრევენციის თანხებით ქვედა ცაგერში მდინარე ცხენისწყლის ნაპირგამაგრებითი სამუშაოების, გიორგავა ღელისა და სახრაველა ღელის კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებაზე. საერთო სახელშეკრულებო თანხაა 61 886 ლარი. შემსრულებელი შპს ,,კრისტალი“. 5. მიმდინარეობს ქვედა ცაგერი-ლასურიაშის მიმართულებით გზის ასფალტირების სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა 642 881. დაწყება-დასრულების ვადებია 30.04.2019-07.08.2019წ. სამუშაოებს ასრულებს შპს „ჯ და ჯ“. 6. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილია სოფლის სასაფლაოსა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები თანხით 6 000 ლარი და სკვერის მოწყობის სამუშაოები თანხით 10 000 ლარი. ასევე დაგეგმილია: სოფ.ქვ.ცაგერის ახალდასახლების უბნის გზის ასფალტირების სამუშაოები.