2017 წლის 5 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიკორწმინდაში გაიმართა მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი ,,ფუძემზეობა“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ,,ბარაკონი“, ,,ბერმუხა“, სენაკის - ,,კოლხურმა ტრიო’’, ანსამბლმა ,,ძირიანი’’, ცაგერის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლეჩხუმი“, ქალაქ ამბროლაურის სალოტბარო სკოლამ, გიორგი ბექაურმა, გურიის ანსამბლმა ,,ვახტანგური’’ , მოსწავლე თეონა ქემოკლიძემ წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას’’. საზოგადოებას საკუთარი ლექსებით მიესალმნენ ბადრი სულაძე, ედუარდ უგულავა, გია ჯაფარიძე, ერეკლე საღლიანი, საშა გველესიანი, მაიკო მიქაია, გივი ჩიღვინაძე, გაგა გომართელი, თემურ ჭახნაკია, ენდი ნემსიწვერიძე, გოგა ბოჭორიშვილი, თემურ გოგსაძე, ქალაქ ამბროლაურის საბავშვო ბიბლიოთეკის მკითხველები.
ღონიძიებას საოცარი ხიბლი შესძინა აფხაზეთიდან მოწვეულმა პოეტმა ნიკა ბაძაღუამ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ონის მუნიციპალიტეტიდან თექის სახელოსნო „ედენას„ ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას აკლდა დავით სხირტლაძის ხიბლი, ის სიყვარულით გაიხსენეს და საზოგადოებას ეცნობა, რომ მას ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა მიანიჭა კულტურული აღმშენებლობის საპატიო მოღვაწის წოდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დაჯილდვდნენ:
ნომინაციაში ,,2017 წლის საუკეთესო საბავშვო ბაღი“ – ჯილდო დაიმსახურა ნიკორწმინდის საბავშვო ბაღმა.
ნომინაციაში ,,2017 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი“– დაჯოლდოვადა სოფ. სადმელის ბიბლიოთეკარი ლია დარახველიძე.
ფულადი ჯილდო გადაეცათ ბუგეულის საჯარო სკოლის ოქროს მედალოსან მოსწავლე თინათინ ფარჯანაძეს, ბუგეულის საჯარო სკოლის ვერცხლის მედალოსან მოსწავლეს ლადო ფოფოხაძეს, ხვანჭკარის საჯარო სკოლის ვერცხლის მედალოსან მოსწავლე მარიამ მეტონიძეს.
საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებისათვის დაჯილდოვდნენ ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ელგუჯა თვარაძე და საბა გაგოშიძე.
ღონისძიებამ გვიან ღამემდე გასტანა ლექსისა და სიმღერის მონაცვლეობით .