3 ივნისს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში, სახალხო ანსამბლ “საგალობლის“ 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საიუბილეო საღამოზე რეგიონის კულტურის სახლის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლის ხელმძღვანელის – როსტომ გოგოლაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
საიუბილეო საღამოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.
სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ულოცავს ანსამბლ „საგალობელს“ 45 წლის იუბილეს და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.