სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილე – ლევან ქვათაძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს, რეგიონში მიმდინარე პროცესებში, ახალგაზრდა თაობის მეტად ჩართულობა წარმოადგენდა.
ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მხარეში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით, წარმოედგინათ თავიანთი ინიციატივები და მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღოთ.
პირველ შეხვედრას ამბროლაურის პირველი და მეორე, სადმელის, ხვანჭკარის და ჭრებალოს სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება და ეტაპობრივად რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.