სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ეუთოს სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
გუბერნატორმა სტუმრებს მხარის პოტენციალი წარმოუდგინა, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და ის პროგრამებიც გააცნო, რომლებიც მოსახლეობის ადგილზე დასამაგრებლად და მიგრაციული პროცესების შესამცირებლად ხორციელდება.