სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე აგრძელებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან -ავთანდილ უგრეხელიძესთან და მერიის სამსახურის უფროსებთან გამართეს.
შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხილვა წარმოადგენდა.
‘’შეხვედრაზე ვიმსჯელეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, დავსახეთ სამომავლო მიზნები და პერსპექტივები. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის კოორდინირებულ მუშაობას და რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ