24 აპრილს, ქ.ამბროლაურში თეატრალური დღეები დაიწყო და პირველი სპექტაკლი „სტუმარი“ გაიმართა.
თეატრალური დღეების ფარგლებში 24, 25 , 26 და 27 აპრილს, ამბროლაურის კულტურის ცენტრი მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლს შესთავაზებს.
25 აპრილს გაიმართება კომედია „გამოთხოვება ალკოჰოლთან“,დათეშიძის დაკრძალვა“ და „წყალი“ ხოლო,
26 აპრილს საბავშვო სპექტაკლი “პეპი გრძელი წინდა“.
თეატრალური დღეების გახსნას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები და სხვა პირები ესწრებოდნენ