✅ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ამბროლაური-ხიმშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
➡️ აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 567 720 ლარს შეადგენს.
➡️ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე სოფელში გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებსაც გაეცნენ, რომელსაც პერიოდულად ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს.