14 ივნისს, ამბროლაურის მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრის პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ცენტრის მასწავლებელი ფიქრია ცხვედიანი ხელმძღვანელობს.
პროექტი „ძველი დიდების ნაკვალევზე“
5 წელია ხორციელდება და ყოველწლიურად მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მოინახულონ ის ტერიტორიები,რომლებიც ოდესღაც საქართველოს შემადგენლობაში იყო და ადგილები,რომლებიც უშუალო კავშირშია საქართველოსთან.
პროექტის ფარგლებში, ამჟამად, ამბროლაურისა და ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თურქეთის ტერიტორია და იქ შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს.
მოსწავლეებმა ვანში, ანისსა და ყარსში არსებული ძეგლებისა და ისტორიის შესახებ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარმოუდგინეს.
ღონისძიებას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.