სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
გუბერნატორი ადგილზე გაეცნო აღნიშნული სამსახურების საქმიანობას და მოისმინა ინფორმაციები დაგეგმილი რეფორმების შესახებ.
შეხვედრები კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.
გუბერნატორმა რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს მხარის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო და მოისმინა მათი შეფასებები სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით