სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სლოვაკეთის მთავრობის (SlovakAid) მიერ დაფინანსებულ პროექტზე რეგიონში, რომელიც ითვალისწინებს ‘’კომპლექსური ტურისტული პროდუქტის შექმნის გზით მწვანე ტურიზმის პოპულარიზაციას ტვიშისა და ხვანჭკარის მიკროზონებში’’.
პროექტის ადგილობრივი (საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია და სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა) და საერთაშორისო პარტნიორების მიერ, დღემდე განხორციელდა მთელი რიგი აქტივობები. მათ, შორის ექსტრააქტივობის ფარგლებში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ, ტვიშისა და ხვანჭკარას მიკროზონებში კომპლექსური ტურისტული პროდუქტის წარდგენა მოხდა ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე.
სახელმიფო რწმუნებულმა, მადლიერება გამოხატა ყველა იმ პროექტის მხარდაჭერისთვის რეგიონში რაც განხორციელებულა სლოვაკეთის მთავრობის დაფინანსებით და მადლობა გადაუხადა წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება პროექტის მომდევნო აქტივობების კიდევ უფრო წარმატებით განხორციელებისკენ.