24 ნოემბერს სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ქ. ამბროლაურის მერთან რატი ნამგალაძესთან ერთად, საქართველოს,,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის" სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს გიორგი კინწურაშვილს შეხვდა. შეხვედრის ძირითად მიზანს რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის მხარეში ინოვაციური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, დაგეგმილია მინი ტექნო-პარკების მოდელების შექმნა, სადაც მოხდება სხვადასხვა პროფესიების დაუფლება პროგრამირების, დიზაინის და ბიზნესის სწავლების კუთხით. ინოვაციური ჰაბების გახსნა ხელს შეუწყობს რეგიონებში ტექნოლოგიების განვითარებას და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვას. საქართველოს პირველი ტექნოლოგიური პარკი „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ" მიმდინარე წლის იანვარში გახსნა. ტექნოპარკი ქმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას.