15 თებერვალს, რაჭას ცნობილი ამერიკელი ღვინის ექსპერტი ლიზა გრანიკი სტუმრობდა, რომელმაც რაჭული საოჯახო მარნები დაათვალიერა და ღვინო შეაფასა.
,, საქართველო ღვინის სამშობლოა, რასაც მისი მრავალფეროვანი ლანდშაფტი განაპირობებს, ღვინის ხარიხსით ცნობილ რეგიონთა სიაში რაჭაც მოისაზრება. სასიამოვნოა, რომ მრავალწლოვანი ტრადიცია გრძელდება და დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი არაერთ ოჯახური ტიპის მარანს ითვლის, სადაც სხვადასხვა სახეობის ღვინო მზადდება“ – განაცხადა ლიზა გრანიკმა.
ცნობილ ამერიკელ მეღვინეს, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე შეხვდა და სტუმარს რაჭული ღვინის ტრადიციები და ტექნოლოგიები გააცნო.
მევენახეობა–მეღვინეობის ტრადიციების შესახებ გრანიკი წიგნის გამოცემას აპირებს, სადაც ასახული იქნება საქართველო როგორც ღვინის სამშობლო და ის უძველესი და თანამედროვე ტექნოლოგიები, რასაც ლიზა გრანიკი საქართველოს რეგიონებში ეცნობა.