დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სფეროებში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სამხარეო სამსახურების უფროსების მხრიდან ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებები ასევე იმსჯელეს სფეროების მიხედვით აქტუალურ საკითხებზე მათ შორის საგაზაფხულო ხვნა-თესვასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა უკავშირდება ცაგერის მუნიციპალიტეტს, არსებული ვითარება არ არის საგანგაშო, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.
ერთობლივად გაიმართა მსჯელობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე.
შეხვედრა რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.