რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, რეგიონის ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
რწმუნებულის მილოცვა მიიღეს სოფ.ორბელის საჯარო სკოლის მოქმედმა პედაგოგმა 84 წლის ნორა მამარდაშვილმა და სოფ.ქედისუბნის მოქმედმა ექთანმა, 82 წლის ოლია ნამგალაძემ, რომელიც უანგაროდ უწევს სამედიცინო დახმარებას თემის მაცხოვრებლებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ქალბატონებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.