15 ივნისს, სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილე – გიორგი გონაძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფ.ბუგეულისა და სოფ.ლიხეთის საჯარო სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს, რეგიონში მიმდინარე პროცესებში, ახალგაზრდა თაობის მეტად ჩართულობა წარმოადგენდა.
ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მხარეში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით, წარმოედგინათ თავიანთი ინიციატივები და მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღოთ.
არჩილ ჯაფარიძემ მე–12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატება უსურვა.
მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება და ეტაპობრივად რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.