ონის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საკვები პროდუქტებით დაეხმარება.
აღნიშნული კამპანია ‘’სოკარ ენერჯი ჯორჯიას’’ გენერალური დირექტორის ბატონ მაჰირ მამმედოვის ინიციატივით და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.
სასაჩუქრე საკვები პროდუქტები დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა და მისი დარიგება შესაბამის ბენეფიციარებზე წინასაახალწლოდ განხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა კომპანიას მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის.
პანდემიის პერიოდში კომპანია ‘’სოკარ ენერჯი ჯორჯიამ’’ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად.